სამართალი
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში მომხდარ დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ, გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 11:00 საათისთვის ჩანიშნა.
ცნობისათვის: ფონიჭალაში მომხდარი ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის - მარიამ მამფორიას მკვლელობა გახსნილია.
როგორც მოკლულის მეუღლე ოთარ მამფორია აცხადებს, გიორგი ხაბელაშვილი, ოჯახის ახლობელი იყო. მისივე თქმით, ხაბელაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სახლში ფული ინახებოდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


