სამართალი
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ძმებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმებს ნაზიმ და მახირ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და განაცხადა, რომ არსებობს, როგორც მიმალვის, ასევე ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 2 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ცნობისათვის, ძმები სამართალდამცველებმა 11 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ფონიჭალაში დაკავებულთა სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 33 შეკვრადდაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღების მუხლით მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


