სამართალი
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობისთვის გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გიორგი ხაბელაშვილს, განსაკუთრებული სისასტიკით დედა-შვილის მკვლელობისთვის, უვადო პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრებოდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ხაბელაშვილი დამნაშავედ გუშინ ცნეს. 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილების მისაღებად 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი პირველ ოთხ საათში ერთხმად ვერ გამოიტანეს და დამატებითი რვა საათის უფლებით ისარგებლეს.
ბრალდება ხაბელაშვილს 2016 წლის 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძის და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებს.
ნონა რომანაძე და მისი 3 წლის შვილი მარიამ მამფორია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში საკუთარ სახლში მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში ხანძარი გააჩინეს. ხაბელაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


