პოლიტიკა
ფონდები, განსაკუთრებით სამთავრობო,იყო წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის განკუთვნილი, მსგავსი ფონდები არ სჭირდება ქვეყანას -რომან გოცირიძე
„არც პრეზიდენტს და არც პრემიერ-მინისტრს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი განკარგვადი სახსრები, რომლის გაწევაც ბიუჯეტიდან პროგნოზირებულ ფულად შეიძლება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე განაცხადა.
„თუ არაპროგნოზირებადი რამ ხდება და ამ შემთხვევაში საჭიროა გადანახული ფული, ეს უნდა იყოს მხოლოდ მთავრობაში და მხოლოდ ამ მიზნით დასახარჯი. თუ არ მოხდა სტიქიური უბედურება, ეს ფული უნდა დაბრუნდეს უკან. ფონდები, განსაკუთრებით სამთავრობო ფონდი, იყო წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის განკუთვნილი. მსგავსი ფონდები არ სჭირდება ქვეყანას. არ მიგვაჩნია არგუმენტი, რომ რაღაც ინსტიტუტი შეიძლება დაკნინდეს, მაგრამ ასეთი ეჭვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი არ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესამცირებლადაც და მის კალაპოტში მოსაქცევადაც“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება და განისაზღვრება 6 მილიონი ლარით. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი. ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


