სამართალი
ფონდ ,,იავნანას“ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის არავის მიმართ - პროკურორი
როდესაც დასრულდება მიმდინარე გამოძიება ფონდ "იავნანაში" თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის მიმართ სამართლებრივი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" თანხების სავარაუდოდ არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე გამოძიების კითხვებს მაგისტრანტ მოსამართლესთან პასუხობდა.
"როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად ფონდ "იავნანას" თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში წარმოიშვა გარკვეული კითხვები მოწმესთან დაკავშირებით, რაც ეხება თანხების ხარჯვის მიზნობრიობას. შესაბამისად, დღესაც ამ მიმართულებით იყო კითხვები.
საზოგადოებისთვის დავკონკრეტდები, რომ ფონდი "იავნანა" დაფუძნდა 2004 წელს და მისი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს 2014 წლიდან მოყილებული, ანუ საქმე გვაქვს პრაქტიკულად 14 წლის პერიოდთან. მოგეხსენებათ, ფონდ „იავნანას" საქმიანობა არის მრავალმხრივი, შესაბამისად, დოკუმენტაციაც საკმაოდ მოცულობითია. ამ პერიოდში გამოძიების მიერ დაიკითხა არაერთი მოწმე. პრაქტიკულად ასეულობით მოწმეა გამოკითხული. შესაბამისად, ამ ინტენსიური საქმიანობის ფარგლებში პერიოდულად წარმოიშვებოდა კითხვები, რომელიც დღეს გამოძიების ინტერესებიდან დაესვა პაატა ბურჭულაძეს, როგორც ფონდის პრეზიდენტს. საუბარია ფაქტზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ხაზს ვუსვამ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის არავის მიმართ. საუბარია ბატონ მოწმეზე, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების ირგვლივ დაესვა კითხვები, რაზეც დღეს შესაბამისი პასუხი მივიღეთ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ფასდება ცალკეული მტკიცებულება და როდესაც გამოძიების ეს ეტაპი დასრულდება, ყველა ის მტკიცებულება ერთობლიობაში შეფასდება და შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. რაც შესაძლოა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორც დევნის დაწყების, ასევე სხვა გადაწვეტილება", - განაცხადა ჯვარშეიშვილმა გამოკითხვის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


