პოლიტიკა
ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რომ ოპტიმიზაციის დროს დაზოგილ თანხებზე უფრო მნიშვნელოვანია მმარტველობითი რეფორმის სწორად წარმართვა და ბიუროკრატიის შემცირება.
„სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მმართველობითი რეფორმის სწორად ჩატარება, მმართველობის გაუმჯობესება, ბიუროკრატიის მოხსნა, მათ შორის უკეთესი კოორდინაცია უწყებებს შორის. რეორგანიზაციის გეგმა ფაქტობრივად ჩვენ უკვე გვაქვს სამინისტროების გაერთიანების კუთხით, ამას რამდენიმე კვირაში განვიხილავთ და სამინისტროების გაერთიანების პროცესი წარიმართება ეფექტურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორივე მიმართულება, გარემოს დაცვითი და სოფლის განვითარების, გაძლიერდეს გაერთიანებული სტრუქტურის ფარგლებში და ამაზე რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიქნებით მზად.
რაც შეეხება სრულ რეორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს სამი თვე, რაც გულისხმობს მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურების გაცნობას, ოპტიმიზაციასა და ა.შ. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მმართველობით ოპტიმიზაციას და ამავე დროს მოიაზრება ეკონომია“, -თქვა მინისტრმა.
სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში სოფლოს მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება. ახალ უწყებას სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ეწოდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


