უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2025 13:41
font-size

ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მომავალში ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, ბოიკოტის და ართანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობენ უარს - ირაკლი ფავლენიშვილი

როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გადის და პირიქით, არ შედის, სურს, რომ მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, რა თქმა უნდა, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს, სადაც ის ამბობს, რომ „ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს“.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მომავალში ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, ბოიკოტის და ართანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობენ უარს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ პოლიტიკური პატიმრობა მისი პოლიტიკური ძალისთვის იმუნიტეტი არ გახლავთ. როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გამოდის და პირიქით, არ შედის, სურს, რომ მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო ბრძოლას და პროტესტს უღალატებენ, ძალიან ცდებიან.

ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პოლიტიკური პატიმრების, ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებულ და არჩეულ კურსს ღალატობენ, ვინც მომავალში ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს, ბოიკოტის და ართანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობს უარს, ვინც აღარ ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული, ფოკუსი ამ ხალხმა უნდა გაასწოროს და პირიქით, მათ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე ხდება, რომ იქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს“-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას მხარს არ უჭერს.

„გახარიას პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ თავის „ქოცურ“ იდენტობას ბოლომდე ვერ კარგავდა,მაგრამ ამ პარტიაში არის ხალხი, რომელიც როგორც ჩანს, უფრო საღ პოზიციაზე დგას. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია იმიტომ, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და უყურებენ იმას, რაც ხდება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ციხიდან წერილი გაავრცელსა, სადაც ამბობს, რომ შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ.

„არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა. აქვე, მკაფიოდ ვიტყვი - რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა!

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით იქნა შენარჩუნებული ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“,- წერს ხაზარაძე.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი