სამართალი
`ფლაი აჭარას` ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე სავარაუდოდ, გიგი კალანდაძეს ბრალს წარუდგენენ
"ფლაი აჭარას" ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე, უახლოეს ხანში, სავარაუდოდ, ბრალს წარუდგენენ გენშტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს.
ამის შესახებ საზოგადოებრივთან საუბარში კომპანიის წარმომადგენლების ინტერესების დამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, გიგი კალანდაძის მიმართ ბრალის წარდგენისთვის პროკურატურას მტკიცებულებები მზად აქვს.
სოფო ხორგუანის თქმითვე, სწორედ გენშტაბის ყოფილი უფროსის ბრძანებით, კომპანიის საწყობიდან, "ფლაი აჭარას" კუთვნილი საფრენი აპარატები "დელტაში" გადაიტანეს.
ამასთან, არ არის გამორიცხული რომ "ფლაი აჭარას" საქმეზე ბრალი დაუმძიმდეთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავასაც.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ კომპანიებს "ფლაი აჭარასა“ და შპს ,,ავიატორს“ უკანონოდ ჩამორთმეული საფრენი აპარატები დაუბრუნდებათ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


