პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.
,,იმდენად მძიმე განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარისაგან პრეზიდენტის მისამართით, რომ ლოგიკურია, ამას მოჰყვეს შესაბამისი პროცედურები - დაიწყოს საქმის წარმოება და საზოგადოებას გაეცეს პასუხი.
როცა საუბარია კორუფციაში ბრალდებაზე და პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანმიმართულ ნგრევაზე - ამის შესახებ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას გავცეთ პასუხი გვაქვს თუ არა ასეთ რამესთან საქმე.
ეს განცხადებები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია და თუ ასეთი რამ რეალობაში ხდება ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მის იმიჯს. ამიტომ დაუყოვნებლივ, ბატონი თავმჯდომარე უნდა მივიდეს პროკურატურაში და რა ინფორმაციას ფლობს ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს შესაბამისი ორგანოები და მათ დაიწყონ სათანადო პროცესი საქმის გასარკვევად“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


