სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, სოსო მებონიას განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე - 2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 - დან 12 წლამდე ვადით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


