პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ იგა ზაალიშვილი დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, იგა ზაალიშვილი დაინიშნა.
„საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება“ - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე იგა ზაალიშვილს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2006 – 2008 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში, 2008 – 2010 წლებში თბილისის მერიის საქალაქო სტრუქტურებში, 2011 – 2012 წლებში - ენერგეტიკის სამინისტროში. 2012 წლიდან დღემდე საქმიანობდა კერძო სექტორში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


