სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადვოკატთა ასოციაციის ბრალდებებს პასუხობს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბრალდებებს პასუხობს.
საგამოძიებო უწყება განმარტებას აკეთებს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის გამოც ადვოკატი ლიკა ბითაძე და ფიქრია მახარაძე ფინანსური პოლიციის გამომძიებელ ჟიული ტაბაღუას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი მიკროსაკრედიტო კომპანიის სალაროს შემოსავლის ორდერების გაყალბების ფაქტზე.
მიკროსაკრედიტო კომპანიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის პროცესში, სასამართლოში წარდგენილ იქნა ექვსი ერთეული სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც აღნიშნული მოქალაქე კომპანიაში თანხის შეტანის ფაქტს ადასტურებდა. გამოძიებით დადგენილია, რომ წარდგენილი ექვსი ორდერიდან ორი გაყალბებულია.
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელი გახდა საქმეში ფიგურანტი ყველა პირის, მათ შორის ადვოკატების გამოკითხვა. მიმდინარე წლის 28 აპრილს, საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებული სამი ადვოკატიდან, ერთმა ნებაყოფლობით მიაწოდა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ხოლო ორმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე.
ამ ეტაპზე, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


