პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“ და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. სამიტზე საქართველომ შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ, ჯიმ კიმთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს და ეს პირველ რიგში, უკავშირდება განათლების სექტორს. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს განათლების მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას იმისათვის, რომ საქართველო ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხითაც გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი ქვეყანა.
ფინანსთა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა მთავრობის სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


