პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების შემდეგ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება.
დავით ამაღლობელი ბოლო ცხრა წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდში უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებს.
1998 წელს დავით ამაღლობელი დაინიშნა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.
2001 წლიდან დავით ამაღლობელმა სამსახურებრივი კარიერა საქართველოში განაგრძო და მუშაობას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად დაიწყო. 2002-2003 წლებში მუშაობდა სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.
2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელი იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


