პოლიტიკა
ფილარმონიაში მომხდარი ინციდენტის უკან ორი ჯგუფი იდგა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფილარმონიაში მომხდარი ინციდენტის უკან ორი ჯგუფი იდგა და მათ, პროვოკაცია წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. - ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს მოსალოდნელ პროვოკაციაზე ინფორმაცია ქონდა, თუმცა გადაწყდა, რომ ხისტი ძალა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
„თუ ვინ იდგა ამ ჯგუფების უკან, ამაზე დეტალებში საუბარს მოვერიდები. გვაქვს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო ორი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ ქონდა დაგეგმილი ასეთი პროვოკაცია, ზუსტად ამ სახით.
ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ გვქონდა. გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა.
მხოლოდ ხისტი ძალის გამოყენებით იყო შესაძლებელი ასეთი პროვოკაციის თავიდან არიდება.
ჩვენ გადავწყვიტით არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა და სამწუხროდ, ეს პროვოკაცია შედგა. თუმცა, ეს ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს.
გაგრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვა და ჩვენ გვექნება საშუალება, საზოგადოებას ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.“,-განაცხადა კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


