უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ნოემბერი, 2017 17:49
font-size

ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არც პირადად შემხვედრია- მუსტაფა ემრე ჩაბუკი

„დემირელის“ სახელობის სკოლის მენეჯერი და პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუკი აცხადებს, რომ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან არანაირი კავშირი არ აქვს, არც პირადად იცნობს მას.

როგორც ჩაბუკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, მას საეჭვო ორგანიზაციისთვის არც ერთი თეთრი არ გადაურიცხავს.

დღევანდელ სხდომაზე ჩაბუქის ადვოკატები მისთვის ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს ასაჩივრებდნენ.

„ჩემს მეგობრებთან ერთად 12 წელია, საქართველოს მომავლისთვის ვმუშაობ. არ ვარ მოძალადე ადამიანი, აქედან გამომდინარე, მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი. არც საქართველოში, არც თურქეთში არასდროს მიტარებია იარაღი და არც კანონი დამირღვევია. თურქეთში სამწუხაროდ, ტყუილად მდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩამიდენია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. არც იქ და არც აქ, მე კავშირი არ მქონია ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შემხვედრია. გიულენი დემირელის კოლეჯის დირექტორი არ არის, არც პატრონი, არც მეწილე და არც მისი დაფუძნებული არ არის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველოც მიყვარს. თურქეთში არიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, და ისინი უნდა დაისაჯონ. მე არაფერი დანაშაული ჩამიდენია, მაგრამ მაბრალებენ, რომ ჩავიდინე“,- განაცხადა სასამართლო პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი