პოლიტიკა
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა.
საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს.
დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კი კომისიის წევრებმა ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს. დებულების თანახმად, კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება.
„კომისიის მიზანია, სრულყოფილად შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორები. მნიშვნელოვანია, შესწავლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სექტორის ლიდერებისგან მოვისმინოთ, რა პრობლემები, გამოწვევებია და როგორ შეიძლება, პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. იმედს გამოვთქვამ, კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრების შედეგად აღნიშნული კომისიის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, დროებითი კომისია სამუშაო რეჟიმში საქმიანობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება.
კერძოდ, კომისიაში „ქართულ ოცნებას“ ეყოლება შვიდი წევრი: შოთა ბერეკაშვილი, ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, ვახტანგ თურნავა, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, გელა სამხარაული. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კომისიაში წარმოდგენილი იქნება სამი წევრით: შალვა კერესელიძე, გიორგი შარაშიძე, ქეთევან ბაკარაძე. „ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო კომისიის წევრები იქნებიან გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი. კომისიაში „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი იქნება ილია ინჯია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


