პოლიტიკა
ფასდაუდებელია გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე - გიორგი კვირიკაშვილი
ფასდაუდებელია გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე და დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს აშშ-ში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
პრემიერმა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე ისაუბრა.
„დღეს საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე. დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით და დამთავრებული ეკონომიკით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით. ეს მიღწევები იოლად არ მოგვეცა. ჩვენ გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას. ჩვენმა ერთგულმა ამერიკელმა მეგობრებმა კი ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.
მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახსენო დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს თანადგომისთვის ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში, აქტიური მხარდაჭერისა და წვლილისთვის საქართველოს წარმატების ისტორიის ხორცშესხმაში.
მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს განელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა საგანანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისა თუ სტიპენდიის დაწესების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის, რომელთა მიზანია, საქართველოს ჰყავდეს მომავალი ლიდერები.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა უზარმაზარი ქსელის ყველა წევრი, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მამოძრავებელი ძალაა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


