უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მაისი, 2017 12:30
font-size

ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციურობის საკითხზე ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, კონსტიტუციური სარჩელით სადავოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების (ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების) მომწესრიგებელი, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.

საქართველოს სახალხო დამცველი, კერძოდ, მიიჩნევს, რომ მართალია მიღებული იქნა ახალი კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და შეიქმნა ახალი ორგანოს სსიპ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი კვლავ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ ინსტიტუტს.

,,სახალხო დამცველის აზრით, მისი ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესები, ისევე როგორც, აღნიშნული ორგანოს შინაარსობრივი ფუნქციები ცხადყოფს, რომ იგი წარმოადგენს პროფესიულად დაინტერესებულ უწყებას, რომელსაც კვლავ აქვს პირდაპირი და უკონტროლო წვდომის შესაძლებლობა სატელეფონო და ინტერნეტ–კომუნიკაციაზე, ისევე როგორც, კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე.

სააგენტოს პროფესიული დაინტერესების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების პირობებშიც, მაშინდელ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს არ ჰქონდა საგამოძიებო ფუნქციები, თუმცა ვინაიდან იგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი, რომელსაც თავის მხრივ, აქვს საგამოძიებო ფუნქციები, სწორედ ამიტომაც, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ დეპარტამენტის ხელში არსებული შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების ქონა, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში არალეგიტიმურად ჩარევისა და ამ უფლების დარღვევის საფრთხეს განუზომლად ზრდიდა.

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემთხვევაშიც, ინსტიტუციურად და ფაქტობრივად, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან, სააგენტოს უფროსის 3 კანდიდატურას არჩევს სუს-ის უფროსი და წარუდგენს კომისიას, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, სააგენტოს უფროსი ვალდებულია სუს-ის უფროსს შეუთანხმოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება, სააგენტოს მოსამსახურეების წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, სააგენტოს შიდა სტრუქტურა, საშტატო ნუსხა და სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოები. სუს-ის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას.

რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობის კონტროლს, აღსანიშნავია, რომ სუს-ი, ზემოხსენებული კომპეტენციების გარდა, წარმოდგენილია, როგორც აღნიშნული სამსახურის ერთ–ერთი მაკონტროლებელი ორგანო, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სააგენტო რეალურად ამ სამსახურის განუყოფელი ნაწილია და არა დამოუკიდებელი ორგანო.

გარდა ამისა, სადავო კანონით გათვალისწინებული სხვა მაკონტროლებლებიც პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის, სასამართლოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახით, ვერ უზრუნველყოფენ რეალურ კონტროლს. მაგალითად, 2016 წელს გაუქმებული მოდელისგან განსხვავებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, აღარ აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა (თუმცა, ეს მოდელიც კი, საკონსტიტუციო სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია), რაც რეალურად მისი, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების გაურესებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თვლის, რომ 2017 წლის 22 მარტამდე არსებულ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტსა და ახლადშექმნილ სააგენტოს შორის შინაარსობრივი სხვაობა არ არსებობს. სააგენტო არ არის ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანო, შესაბამისად, ვერ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს’’, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი