პოლიტიკა
ფარული მოსმენების კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფრო მეტი ფუნქცია ექნება, ვიდრე რომელიმე ქვეყნის ანალოგიურ სამსახურს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამი მოსმენით მიღებული ე.წ. ფარული მოსმენების კანონის მიხედვით, იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თავისი ფართო მანდატით, რომელსაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქვს ბევრად უფრო მეტი ფუნქცია , ვიდრე რომელიმე ქვეყნის ანალოგიურ სამსახურს და ის აკვირდება ყველა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ ასევე გვაქვს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაცვის ის სისტემა, რომელიც აპრობირებულია წამყვან ქვეყნებში. ამით სასამართლოს გადაყვეტილებას ჩვენ ვასრულებთ“, - გაანცხადა კანონის ერთ-ერტმა ავტორმა.
პრეზიდენტის შესაძლო ვეტოსთან დაკავშირებით, ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის პირველი პირი გაითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს.
„რაც შეეხება ვადებს, ეს დამოკიდებულია, პრეზიდენტი რა ვადაში მოაწერს ხელს და როგორც წინასწარ გვითხრა, ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს პროცედურების გავლა. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრულ ვადებს როგორც ჩვენ გავუფრთხილდით პარლამენტში, ასევე პრეზიდენტიც მიაქცევს ყურადღებას, რომ არ მოხდეს ხელოვნურად ამ ვადების გაშვება“, - თქვა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა დეპუტატმა ამ კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა.
რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ „პატროტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
დღევანდელ სხდომაზე განიხილავდნენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ტექნიკურ მხარეს.
აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


