პოლიტიკა
ფარული მოლაპარაკებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იძენს - თენგიზ ფხალაძე
საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ფარული მოლაპარაკებების“ ტენდენცია გამოვლინდა საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ეხება.
„უმთავრესი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა მაშინ, როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როდესაც ეს არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდეს ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს მის უკან მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი შემთხვევა გვქონდა „გაზპრომთან“ მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი ტენდენციის სახეს იძენს“, - განაცხადა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხანძრის ჩასაქრობად დახმარებით მიმართა რუსეთს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


