სამართალი
„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქმეზე ბრალდებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების ვასილ ლელუაშვილის, ირაკლის ყიფშიძის, რევაზ შიუკაშვილის, გივი კაციტაძის ადვოკატების სარჩელი და მათი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
ამასთან, მეორე ინსტანციის სასამართლომ არც ბრალდების მხარის სარჩელი დააკმაყოფილა და გიგლა შიოშვილის გამამართლებელი განაჩენიც ძალაში დარჩა.
ვასილ ლელუაშვილს, ირაკლის ყიფშიძეს და რევაზ შიუკაშვილს საქმეზე საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გივი კაციტაძეს, რომელიც ძებნილია – 5 წლითა და 3 თვით. დაცვის მხარე მათი გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას ითხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2012 წელს აღნიშნული პირები უწევდნენ ორგანიზებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონო მოპოვებას. საქმეში სულ სამი ვიდეოჩანაწერია. მათ ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


