სამართალი
ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს 20-ზე მეტი დახმარების შუამდგომლობა გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში - ირაკლი შოთაძე
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საგამოძიებო უწყებას შესაბამისი 20-ზე მეტ შუამდგომლობა აქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში.
,,ჩვენ გვაქვს 20-ზე მეტი დახმარების შუამდგომლობა გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში და იმ ქვეყნებიდან ჩვენ თუ ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ვიდეოკადრები ატვირთული არის ინტერნეტსივრცეში სხვა ქვეყნებიდან, არ არის ატვირთული საქართველოდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობების პასუხებს, რომელთა მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას’’, - განუცხადა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


