სამართალი
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გასულ წელს 5931 ნებართვა გაიცა
უზენაესმა სასამართლომ ფარული საგამოძიებო რეესტრის 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს მოიცავს.
მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ნებართვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე თბილისში გაიცა.
თბილისის მასშტაბით მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად 3995 განაცხადი დაიწერა, საიდანაც 3916 დაკმაყოფილდა და უარი მხოლოდ 33 განაცხადზე ითქვა.
მეორე ადგილზე, ქუთაისია, სადაც საგამოძიებო უწყებებმა, ფარული მოქმედებების ჩასატარებლად, სასამართლოს თხოვნით 318-ჯერ მიმართეს და 312 შემთხვევაში ნებართვა მიიღეს, უარი მხოლოდ ორი განაცხდზე ითქვა. მესამე ადგილზე კი ბათუმია, სადაც 279 განაცხადიდან 275 დაკმაყოფილდა.
სტატისტიკის თანახმად, 22 ქალაქს შორის, ყველაზე ნაკლები განაცხადი საგამოძიებო მოქმედებებზე ახალციხეში დაფიქსირდა. განაცხადების რაოდენობა ორია. სასამართლომ ორივე მოთხოვნა, დააკმაყოფილა.
ქვეყნის მასშტაბით სულ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად 6157 განაცხადი დაიწერა, საიდანაც დადებითად 5931 გადაწყდა, უარი კი 132 განაცხადზე ითქვა.
ფარული საგამოძიებო მოქმედებები ითვალისწინებს საგამოძიებო პროცესისთვის საჭიროების შემთხვევაში, პირის პირადი ინფორმაციის, სატელეფონო საუბრების, კომპიუტერული სისტემების, საფოსტო გზავნილებისა და სხვა საშუალებების კონტროლს. ასევე, ფარულ ვიდეო, ფოტო გადაღებას ან აუდიო ჩაწერის განხორციელებას.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


