უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ივნისი, 2017 13:45
font-size

ფარმან ჯეირანლის დაპატიმრება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული - გელა ნიკოლაიშვილი

კლინიკა „ლანცეტის“ გენერალური დირექტორის ფარმან ჯეირანლის დაკავებასთან დაკავშირებით, მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, პრესკონფერენციას მართავს.

ადვოკატი ეჭვობს, რომ ჯეირანლის მიმართ ინკრიმინირებულ დანაშაულს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და დაპატიმრება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივად, კრიმინოგენური თვალსაზრისით, მის მიმართ ინკრიმინირებულ დანაშაულს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული დაპატიმრება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემის თუ გატაცების, თუ აორთქლების ფაქტიდან გამომდინარე, უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირების მიმართ რეპრესიების გატარებას“,-განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კლინიკა“ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საუბარია 2016 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. ისინი კლინიკის ხელმძღვანელობას თაღლითური სქემის განხორციელებაში ადანაშულებენ.

მათი მტკიცებით, ოპერაცია ჩაატარა არალიცენზირებულმა ექიმებმა, შესაბამისად მათ ჩაიდინეს თაღლითობა, რადგან პაციენტების ოჯახის წვერებს 40-40 ათასი დოლარის გადახდა მოუწიათ.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი