უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივნისი, 2018 14:30
font-size

ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოძიებისგან დამოუკიდებლად - კახა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს აღნიშნული საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ შსს-ის თანამშრომელს კითხვა დაუსვა, რატომ მოხდა იმ ფარდულის დემონტაჟი, სადაც დავით სარალიძემ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და რატომ არ დაილუქა ის.

ამაზე სირაძემ უპასუხა, რომ ფარდულის დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც იქ საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩატარდა. შსს-ის თანამშრომლის განმარტებით, გადაწყვეტილება ობიექტის დემონტაჟის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო გამოძიებისგან დამოუკიდებლად.

„მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილი დაცულია იქამდე, ვიდრე შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იყო ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იყო 400-მდე ფოტო. დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად. საქმის კურსში არ ჩაუყენებივართ“, - აღნიშნა სირაძემ.

ცნობისთვის, სირაძის გარდა კომისიის კითხვებს პასუხობს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი