უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ნოემბერი, 2025 12:47
font-size

ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის - შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა. რა პირობებით იქნება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„მდგომარეობის მთელი სიმძიმე არის იმაში, რომ 28-პუნქტიანი საკითხები რაც ვნახეთ, რეალურად, ეს არის 2022 წლის მარტი-აპრილში სტამბოლში წინასწარ შეთანხმებული საკითხები ან იმ საკითხების, სულ მცირე, გამეორება. რიგ საკითხებში უარესი პირობებია, მათ შორის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. ასე რომ, სამ წელიწად-ნახევრის წინ, 2022 წლის მარტში რაც იყო მდგომარეობა და შეთანხმების საფუძველი, სამ წელიწად-ნმახევრის თავზე შეთანხმების ზუსტად იგივე საფუძველია, რის გარშემოც მიმდინარეობს საუბარი. სხვაობა არის ასობით ათასი სამხედრო, ასობით ათასი სამოქალაქო პირი, რომელიც დაიღუპა ამასობაში. პირობები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს დღეს საუბარი და იმედი აქვს ყველა მხარეს, რომ შეთანხმება შედგება, მათ შორის უკრაინა ოპტიმისტურად არის განწყობილი, ერთ-ერთში იმეორებს იმას, რაც სტამბოლში იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში და პარაფირებულ იქნა უკრაინის მხარის მხრიდან. გახსოვთ, უკრაინელი დეპუტატის, არახამიას განცხადება, რომ უკრაინისთვის მაშინ მისაღები იყო ის შეთანხმება. ბორის ჯონსონი ჩავიდა და ევროპელების ჩარევით ჩაიშალა მაშინდელი შეთანხმება. ეს არის არახამიას განცხადება. ასე რომ, უკრაინის ხელისუფლებას ჰკითხონ, რა მოხდა მაშინ, 2022 წლის მარტში. გავიდა სამ-ნახევარი წელიწადი, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, სამხედრო, სამოქალაქო პირი, ქალი, ბავშვი და სამ-ნახევარი წლის თავზე იგივე ევროპელები, იგივე მხარე სხედან და იგივე საკითხებია შეთანხმების საფუძველი.

ყველაზე მძიმე იქნებოდა, შემდეგ აღმოჩნდეს, რომ სამწელიწად-ნახევრის თავზე თურმე სტამბოლის შეთანხმების პირობები იქნა განმეორებული და ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო სამი წლის წინ, ასობით ათასი ადამიანის დაღუპვის შემდეგ იქნა შეთანხმებული. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, თუმცა მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. უბრალოდ, იმ მდგომარეობაშია დღეს უკრაინის ხელისუფლება, რომ არც მშვიდობა შეუძლია და არც ომი. ვხედავთ, რომ ომის მიმართ უკვე არის სკეპტიციზმი, მათ შორის აშშ-ის მხრიდან, რომ გააგრძელოს დახმარება, რის გარეშეც რთულია, უკრაინამ გააგრძელოს ომი, რაც კვლავ მეტ სისხლისღვრას ნიშნავს. მშვიდობაც რთულია, ვიანაიდან, მოსახლეობისთვისაც ასახსნელია, იგივე პირობები თუ არის, რაც სტამბოლის შეთანხმებისას უნდა ყოფილიყო, მაშინ რა ომი იყო მთლიანად ამ სამი წლის განმავლობაში?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი