უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 მარტი, 2018 17:15
font-size

EWG საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს მხარს უჭერს

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, კერძო სექტორისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული და პროფესიული განათლებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული წელი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში გამორჩეული წელი იყო, მათ შორის, როგორც მაღალი დონის ვიზიტების - ისე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

დადებითად შეფასდა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესი და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო. პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის, კუთხით.

მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განმტკიცებას ემსახურება. მათ შორის, დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. პრემიერ-მინისტრი მიესალმა პროექტის განხორციელებაში ამერიკული კომპანიების ჩართულობას - „კონტი ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციას და SSA Marine-ს შემოსვლას ინვესტორად და პორტის ოპერატორად.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რაც ამერიკულმა მხარემ ასევე დადებითად შეაფასა. ხაზგასმით აღინიშნა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

სამუშაო ჯგუფს აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი