სამართალი
ევროსასამართლოში სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ნაციონალური მოძრაობის, ომბუდსმენისა და ზაზა ხატიაშვილის მოწოდებებმა- თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსასამართლოში საქართველოს კანდიდატთა სიის ჩავარდნას ნაციონალური მოძრაობის, ომბუდსმენისა და ზაზა ხატიაშვილის ევროსტრუქტურებში აქტივობას უკავშირებს.
როგორც წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, სიის ჩავარდნას ნაციონლაური მოძრაობის წევრები სიხარულის ყიჟინით შეხვდნენ.
„ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი ქევყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარესზე.
ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა, ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი. ასევე, იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ ვიშიმშილებო ევროპელებს ეუბნებოდა - არ დაუჭროთ საქართველოს მხარიო“,-განაცხადა წულუკიანმა.
ევროსასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია არ დაამტკიცეს. სიის შემადგენლობაში იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი არ დაამტკიცა.
საქართველომ ევროსასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატები უნდა წარუდგინოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


