უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 მარტი, 2025 10:09
font-size

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა უცვლელი დატოვა

2025 წლის 17 მარტის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც მოსამართლის და საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების მოთხოვნის საკითხზე, ევროსასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით პირველია, რომელიც აცილების საფუძვლების გამო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას შეეხება. შედეგად, საქართველოს მთავრობას მომჩივანის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით, ასევე, გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმეზე: „CASE OF TSULUKIDZE AND RUSULASHVILI v. GEORGIA“ (Application no.44681/21) საქართველოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი) ევროსასამართლომ 2024 წლის აგვისტოში დაადგინა. საქართველოს მთავრობა არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას და ევროსასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრა. ევროსასამართლომ 5-წლიანი განხილვის შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ წულუკიძისა და ლევან რუსულაშვილის მოთხოვნები საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევაზე, რაც დაკავშირებული აღმოჩნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან.

კერძოდ, 2016 წელს, როგორც ზურაბ წულუკიძემ, ასევე ლევან რუსულავილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დამსაქმებელი ორგანიზაცია - ს.ს. „თელასის“ მიმართ და მოითხოვეს რეორგანიზაციისა და გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ზურაბ წულუკიძე, დასაქმებული გახლდათ ს.ს. „თელასის“ იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სახდელების დადების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ხოლო ლევან რუსულაშვილი ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსად. ორივე მხარესთან შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. როგორც ზურაბ წულუკიძე, ასევე ლევან რუსულაშვილი, სამსახურიდან დათხოვნილი იქნენ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ნიშნავს საწარმო დაწესებულებაში რეორგანიზაციის წარმოებას.

ზურაბ წულუკიძის შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოებში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლევან რუსულაშვილის შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება, ს.ს. „თელასს“ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.

ახალგაზრდა ადვოკატები“ და მხარის წარმომადგენლები, ყურადღებას დაუთმობს სწორედ იმ ეპიზოდზე, რომლიც საქმის ევროსასამართლოში წარდგენის საფუძველი გახდა.

ზურაბ წულუკიძის საქმე საქრთველოს უზენაესს სასამართლოში განსახილველად გადაეცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს (თავმჯდომარე, შემადგენლობა: მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე), ხოლო ლევან რუსულაშვილის საქმე განსახილველად გადაეცა მირანდა ერემაძეს (თავმჯდომარე, შემადგენლობა: ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე).

ზურაბ წულუკიძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგინა მოთხოვნა საქმიდან მოსამართლე ლევან მიქაბერიძის აცილების თაობაზე, ხოლო ლევან რუსულაშვილმა მოსამართლე მირანდა ერემაძის საქმიდან აცილების თაობაზე. მხარეები აღნიშნავდნენ, რომ როგორც ლევან მიქაბერიძის, ასევე მირანდა ერემაძის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდიოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უმთავრესს პრინციპთან.

ზურაბ წულუკიძეს მიუთითებდა, რომ მოსამართლე ლევან მიქაბერიძის თანაშემწე გახლდათ მოწინააღმდეგე მხარის - .. „თელასისწარმომადგენლისა და იმავდროულად, იურიდიული სამსახურის უფროსის დ. დ. შვილი - გ. დ., რომელიც საქმის წარმოებაში ჩართული იყო უშუალოდ, აღნიშნული კი, მოსამართლის მხრიდან საქმის სამართლიანი და ობიექტურად განხილვის მიუკერძოებლობაში ეჭვს იწვევდა, ხოლო ლევან რუსულაშვილის მხრიდან მოსამართლე მირანდა ერემაძის აცილების მოთხოვნა დასაბუთებული იქნა, რომ იგი იმ შემადგენლობის წევრი იყო, რომლის მოსამართლის თანაშემწეც მოპასუხე დაწესებულების იურიდიული სამსახურის უფროსის შვილი გახლდათ. ასევე, მოსამართლეები იცნობდნენ იურიდიული სამსახურის უფროსს.

ამ რეალობის საპირისპიროდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის შვილი მოსამართლე ლევან მიქაბერიძის თანაშემწეა, ავტომატურ რეჟიმში მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ დასტურდება თანაშემწის ფაქტორის ზეგავლენა მოსამართლის ქცევაზე. შესაბამისად, მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის საკმარისი მოსამართლის მიკერძოებულად მიჩნევისთვის (სტილი დაცულია).

ამასთან, მხარეების კიდევ ერთი შუამდგომლობა საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების თაობაზე ეყრდნობოდა შემდეგ დასაბუთებას, რომსაქმის განმხილველი შემადგენლობის წევრებს - მოსამართლეებს: ვლადიმერ კაკაბაძესა და მირანდა ერემაძეს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთან - დ. დ-ან ნაცნობობა აკავშირებთ. ამასთან, ამ უკანასკნელის შვილი - გ. დ. საქმის განმხილველი შემადგენლობის წევრის - მოსამართლე ლევან მიქაბერიძის თანაშემწეა. ზემოაღნიშნული გარემოება იწვევდა შიშს, რომ საქმის განმხილველი სრული შემადგენლობა იქნებოდა მიკერძოებული. შესაბამისად, მათ სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება არ ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში“ (სტილი დაცულია), არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯელობის საპირწონედ აღნიშნა, რომ კასატორის მითითება, რომ საქმის განმხილველი ორი მოსამართლე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ნაცნობები არიან, მისი ვარაუდია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, ამის არსებობაც, არ შეიძლება უპირობოდ, მოსამართლეთა აცილების საფუძველი გახდეს, ვინაიდან ნაცნობობის ფაქტი არ ქმნის იმის საფუძველს, რომ სწორედ სასამართლოს მიერ განსახილველი დავითა და მისი შედეგით არიან დაინტერესებულნი მოსამართლეები (სტილი დაცულია).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. როგორც ზურაბ წულუკიძემ, ასევე ლევან რუსულაშვილმა განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაესს სასამართლოს და მოითხოვეს საქმის განახლება, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა საქმეზე კანონიერ ძალაში შესული ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმჟამად საქართველოს მთავრობის მიერ დიდ პალატაში იქნა გასაჩივრებული.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც საქმის ხელახალი განხილვის საფუძველს იძლევა.

მით უფრო, დავას სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისა და მიუკერძოებელი მოსამართლის როლის ამაღლებისთვის - მოსამართლის საქმიდან აცილებისა და თვითაცილების ინსტიტუტის პრაქტიკული შედეგებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. შესაბამისად, საქმეს სასამართლოს სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიული საზოგადოებისთვის, პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ავალდებულებს, განაახლოს საქმისწარმოება და ხელახლა იმსჯელოს მომჩივანთა მოთხოვნებზე.

ცნობისთვის: ლევან რუსულაშვილის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ევროსასამართლოში ადვოკატმა სერგო მახარაძემ უზრუნველყო, ხოლო ზურაბ წულუკიძის საქმეზე ახალგაზრდა ადვოკატებისგუნდი ევროსასამართლოს ეტაპზე 2021 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ზურაბ წულუკიძის ინტერესები არჩილკაიკაციშვილმა (ორგანიზაციის ხელმძღვანელი), ლიზაზუხბაიამ და კალენიკეურიდიამ (ორგანიზაციის იურისტები ევროსასამართლოსთან კომუნიკაციის ეტაპზე) წარმოადგინეს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი