პოლიტიკა
ევროსაბჭოში ვინც გვაკრიტიკებს, მოვუწოდებთ, ნუ არიან ახალგაზრდების ციხეში გარეკვის მენახირეები - ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს დემოკრატიას კი არ აქვს უკუსვლა, ევროსაბჭოში აღარ დარჩათ ობიექტურობის, დემოკრატიის და რეალობის აღქმა, ერთადერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მძვინვარე ომის დროს ფრონტს გახსნის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხში ტყუილს ყიდიან და აღარ იყიდება, მათ შორის არც ევროპულ საზოგადოებაში.
„ევროსაბჭოში ვინც გვაკრიტიკებს, მოვუწოდებთ, ნუ არიან ახალგაზრდების ციხეში გარეკვის მენახირეები. სწორედ ეს ის ადამიანები არიან, ვინც ახალგაზრდებს ერეკებიან ციხეში. საქართველოს დემოკრატიას კი არ აქვს უკუსვლა, მათ აღარ დარჩათ ობიექტურობის, დემოკრატიის და რეალობის აღქმა. ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ საქართველოში ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მძვინვარე ომის დროს ფრონტს გახსნის. რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ, რომელ წესებზე, რომელ არჩევნებზე? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ახალგაზრდებს ციხეში ერეკებიან, რათა შემდეგ ტრიბუნასთან დადგნენ. რადგან მათი ტრიბუნა ევროპულია და მაღალია, ჰგონიათ, ყველა ტყუილი გაიყიდება. ხალხში ტყუილს ყიდიან და აღარ იყიდება, მათ შორის არც ევროპულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


