უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2025 11:51
font-size

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად - ბექა ძამაშვილი

2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოება. სულ რამდენიმე დღეში აგვისტოს ომიდან, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში ( ICJ), საქმის წარმოების დასაწყებად, რაც შეხება ICC-ის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისმა პროკურორმა, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წინასწარი მოკვლევა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, ომიდან რამდენიმე დღეში სამი საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო, რათა გამოეკვლია, რეალურად რა მოხდა აგვისტოს ომის დროს. მისივე განცხადებით, ეროვნულ დონეზე პროკურატურამ დაიწყო ამის გამოძიება.

„პირველი განვითარება ამ საქმეში, სანამ რომელიმე სასამართლოში რაიმე ფაქტობრივი გარემოება დადგინდებოდა ან შიდა გამოძიების ეტაპზე რაიმე გარემოება დადგინდებოდა, ორი თვეც არ იყო გასული, პირველი დოკუმენტი, რაც ჩნდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელშიც შეფასებულია ფაქტობრივი გარემოებებიც და გარკვეულწილად, სამართლებრივი შეფასებაც არის მოცემული ომთან დაკავშირებით. საქართველოსთვის საყურადღებო იყო ორი მიმართულება, რომელმაც, გარკვეულწილად გავლენაც მოახდინა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე: პირველი – ამ რეზოლუციამ საკუთარი შეფასება გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. აქვე საუბარია, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა. მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული – იქ საუბარია, რომ მათ შორის ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები. ეს არის პირდაპირ ჩაწერილი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს, რომ რუსეთის დელეგაციამ, სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული, მათ შორის რუსეთის მხარე, ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას, თუმცა საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა იმ ჩანაწერს, რაც იყო მათ შორის, მე-5 და მე-11 პუნქტებში. ამ რეზოლუციიდან ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს ერთი პუნქტი, რომელიც საუბრობს, რომ არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია არაფერი იმისათვის, რომ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადასულიყო და პირიქით, განმუხტულიყო. თვითონ ამ რეზოლუციის მითითებაც არის, რომ უკვე ის დეტალები, რომლებზეც მათ ისაუბრეს და ზოგადი სურათი გამოკვეთეს, დეტალურად უკვე ამ საერთაშორისო სასამართლოებს – სტრასბურგის სასამართლოს და ჰააგის ორ სასამართლოს, საკუთარი სამართალწარმოების ფარგლებში შეეფასებინათ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი