პოლიტიკა
ევროსაბჭოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ახალ წევრებს შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი აარჩია
ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი აარჩია.
2018 წლის 24 მაისს, ევროპის საბჭოში გაიმართა ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ მხარეთა კომიტეტის მე-5 შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) 5 წევრის არჩევნები.
ექსპერტთა ჯგუფში ასარჩევი კანდიდატურები წარმოდგენილი ჰყავდა 8 ქვეყანას: გერმანია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო და შვედეთი. არჩევნების შედეგად შეირჩა კანდიდატები 5 ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიზანია სტამბოლის კონვენციის მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
GREVIO შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან. ვლადიმერ მკერვალიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობას მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


