პოლიტიკა
ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში“ ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურებაა - გიორგი კვირიკაშვილი
მივესალმებით ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მდგომარეობა, 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება, როგორც ევროსაბჭოს, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის.
,,ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას, რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, იურიდიულად მოქმედი არ არის და სამართლებრივი შედეგი არ აქვს.
ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე.
ასევე, ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების პაკეტს და მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებაზე.
ევროპის საბჭოს, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების მხრიდან ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის აღიარება უმნიშვნელოვანესია მისი შემდგომი ეფექტური განხორციელებისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


