პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ ზესტაფონის მერობის კანდიდატად გელა სხილაძე დაასახელა
„ევროპულმა საქართველომ“ ზესტაფონში მერობის კანდიდატად გელა სხილაძე დაასახელა.
ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის საარჩევნო პროგრამაც გააცნეს.
როგორც მერობის კანდიდატმა სხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი რაიონის პრობლემებს უკვე 11 წელია იცნობს.
„სამი მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ. ყველა პრობლემა რომელიც ამ რაიონში არის ვიცი ზეპირად უკვე 11 წელია. ჩემს გუნდთან ერთად, გამარჯვების შემთხვევაში, ვეცდები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარო ეს პრობლემები“,-განაცხადა სხილაძემ.
პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით კი, „რაიონს ისევე როგორც მთელ საქართველოს, სჭირდება ცვლილებები, სჭირდება ხელისუფლება და გუნდი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და გააკეთებს საქმეს“.
“ევროპული საქართველოს“ ამოცანა ზესტაფონში იქნება მიხედოს რაიონს, გაზარდონ პენსიები, დაასრულოს ინფრასტრუქტურული პროექტები“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


