პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ უკვე შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაზე რუსეთის აგრესიის აქტს შეაფასებს - გიორგი კანდელაკი
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა სწრაფი რეაგირება გააკეთოს რუსეთის მიერ გამოვლენილ აგრესიაზე ქერჩის სრუტეში.
„მოგეხსენებათ, გუშინ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ, როცა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ხომალდებს და ტყვედ აიყვანა უკრაინის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.
„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, უპირველეს ყოვლისა, საგარეო კომიტეტმა და შემდეგ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რათა შეფასება მისცეს აგრესიის ამ ფაქტს. „ევროპულმა საქართველომ“ უკვე შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღესვე შევიტანთ პარლამენტის შესაბამის დეპარტამენტში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტმა სწრაფი რეაგირება გააკეთოს და სწრაფად შეაფასოს აგრესიის ეს აქტი. ასევე ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებსა და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შარშან პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა საქართველოს მთავრობას რათა ჩვენს მთავრობებს ერთობლივად ემუშავათ, რომ სანქციების მომავალ პაკეტებში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხიც მოხვედრილიყო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს წინადადება საქართველოს მხარემ ფაქტობრივად უარყო, არაფრად არ ჩააგდო და ამ სანქციების პაკეტებში საქართველოს თემატიკის მოსახვედრად არაფერი არ გააკეთა. იმედი გვაქვს და ეს რეზოლუცია სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჯერად მაინც საქართველო (სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“) განზე არ გადგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფას არ მოახდენს“,- განაცხადა კანდელაკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
გუშინ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა.
მომხდარის გამო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა. უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღეს უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


