პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განმარტებით, ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს ხელისუფლების მოსაწონ კანდიდატს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, პრინციპულად, კიდევ ერთხელ წარვადგენთ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას და ვაძლევთ შანსს, არ ჩააგდონ კანდიდატურა. ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს კანდიდატს, რომელიც ხელისუფლებას მოეწონება. პრინციპის საკითხია, რომ უმრავლესობამ პატივი სცეს ოპოზიციის კანდიდატს" , - განაცხადა ხოშტარიამ.
დეპუტატის თქმით, თუ ამჯერადაც უმრავლესობა ჩააგდებს კაკაბაძის კანდიდატურას, ეს დემოკრატიული პროცესისთვის ხელის შეშლა იქნება.
გასულ პარასკევს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს 4 ახალი წევრიდან 2 აირჩია - უმრავლესობის მიერ წარდგენილი ზაზა შათირიშვილი, რომელსაც 103-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილი კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი 101 ხმით.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს მხოლოდ 11-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო 40-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ასევე ვაკანტურია ომბუდსმენის კვოტით ასარჩევი კანდიდატის ადგილი. თავდაპირველად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის კანდიდატად სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ათამდე ქალმა დაადანაშაულა ის სექსუალურ შევიწროებაში, დევდარიანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. ომბუდსმენის კვოტით ასარჩევ კანდიდატზე კონკურსი გამოცხადდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


