პოლიტიკა
“ევროპულმა საქართველომ” საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ისევ ნინია კაკაბაძე წარადგინა
“ევროპულმა საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ისევ ნინია კაკაბაძე წარადგინა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, კაკაბაძის კანდიდატურა იმითაა განპირობებული, რომ უმცირესობა არ აპირებს, მოძებნოს ხელისუფლებისთვის მოსაწონი კანდიდატი.
„ჩვენ, „ევროპული საქართველო", არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებისთვის მოსაწონი კანდიდატი ვეძებოთ. ეს პრინციპულად მიუღებელია და პრინციპის საკითხია, სწორედაც რომ ოპოზიციის დაყენებული კანდიდატი გავიდეს. კარგია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მხარს უჭერენ ამ პრინციპს და თავად ნინია კაკაბაძესაც და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ ჯერზე მაინც მიხვდება, რომ აქ საკითხი დგას არც პარტიაში და არც პიროვნებაში, არამედ დემოკრატიულ პრინციპში“,- განაცხადა დეპუტატმა.
გასულ პარასკევს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს 4 ახალი წევრიდან 2 აირჩია - უმრავლესობის მიერ წარდგენილი ზაზა შათირიშვილი, რომელსაც 103-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილი კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი 101 ხმით.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს მხოლოდ 11-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო 40-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ასევე ვაკანტურია ომბუდსმენის კვოტით ასარჩევი კანდიდატის ადგილი. თავდაპირველად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის კანდიდატად სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ათამდე ქალმა დაადანაშაულა ის სექსუალურ შევიწროებაში, დევდარიანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


