პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
როგორც პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, შეგროვებული ხელმოწერები ადასტურებს საზოგადოების დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან მიმართებით.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, „ევროპული საქართველო“ გამოვიდა ინიციატივით ჩატარებულიყო პლებისციტი და გაგვეგო ხალხის აზრი, რას ფიქრობს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ მისული ძალიან ბევრ ოჯახში და შეგროვდა 100 ათასი ხელმოწერა პლებისციტის მხარდაჭერით. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ 100 ათას ოჯახში, ჩვენ შევაგროვეთ 100 ათასი ხელმოწერა და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს 100 ათასი ხელმოწერა ასახავს ქართველი ხალხის აზრს და არა ის იმიტირებული პროცესი, რომელსაც დღეს მართავს „ქართული ოცნება“ დარბაზებში, საკუთარი აქტივისტების, გამგეობის თანამშრომლებით და ნათესავების მეშვეობით. ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას და როგორც კი პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტის შიგნით და როგორც კი განხილვები გაგრძელდება პარლამენტში, ჩვენ ამ 100 ათას ხელმოწერას და უფრო მეტსაც მივიტანთ პარლამენტში და შემდეგ იქნება „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი გააგრძელებენ ისინი ყველას აზრის იგნორირებას, თუ დაემორჩილებიან ხალხის ნებას.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, კონსტიტუცია არის საფუძველი მომავალი სტაბილურობის. სტაბილურობას სჭირდება, რომ კონსტიტუციას ეთანხმებოდეს საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მოქმედი ინსტიტუტები. დღევანდელ შემოთავაზებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ინსტიტუტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, პრეზიდენტი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ამიტომ ამ კონსტიტუციის მიღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მომავალი სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ მივმართავ „ქართულ ოცნებას“, ნუ გაიხდით საქმეს ისე, რომ ბოლოს სანანებელი გახდეს. დავეკითხოთ ხალხს, ჩავატაროთ პლებისციტი და რასაც გადაწყვეტს ხალხი, დავემორჩილოთ ყველა პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


