პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“, თბილისის საკრებულოს, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, საბურთალოზე მარიამ რამინაშვილი და აკაკი კილასონია წარადგინა.
საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებს პარტიის წევრბმა საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
მოსახელბასთან შეხვედრაზე ელენე ხოშტარიამ თბილისში ტრასნპორტის განვითარების სქემაზეც ისაუბრა.
„წარვადგინეთ ტრასნპორტის, ზოგადად, ქალაქში გადაადგილების პრობლემის მოგვარება - ის გზები რომლითაც ეს უნდა მოგვარდეს. აქ კომპლექსური მიდგომის გარეშე, ვერც ერთი პოპულისტური განცხადება და ერთი ინიციატივა ამას ვერ მოაგვარებს. ასევე წარვადგინეთ ინფრასტრუქტურული პროექტები“,-აღნიშნა ხოშტარიამ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით კი, ელენე ხოშტარია იქნება უბრალო, ჩვეულებრივი, პატიოსანი თბილისელების მერი.
„ელენე იქნება ადამიანი და მერი, რომელსაც აქვს ცოდნა, კომპეტენციაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, უბრალო, ჩვეულებრივი, პატიოსანი თბილისელების მერი იქნება. ეს იქნება ადამიანი რომელიც სოციალური პროგრამის მიხედვით, სატრანსპორტო პროგრამის მიხედვით, უბრანული განვითარების სხვადასხვა კუთხის მიხედვით იქნება მერი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვეულებრივ ადამიანზე“,-აღნიშნა უგულავამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


