პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო ფრაქციამ „ევროპულმა საქართველომ“ სარჩელი შეიტანა ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ.
პარტიის წევრის, ლადო ლომსაძის განცხადებით, ისინი ასაჩივრებენ კანონის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით მოსმენების განმახორციელებელი სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება.
„ჩვენ ვასაჩივრებთ კანონის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სუს-ის დაქვემდებარებაში დატოვებას, აგრეთვე იმ ნორმებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ამ სისტემების მიერ მოსმენების განხორციელებაზე ეფექტურ კონტროლს“, - განაცხადა ლომსაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. 20 მარტს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა ორი დღის შემდეგ დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ხელი მოაწერა ე.წ. ფარული მოსმენების კანონს, ხოლო 31 მარტს ის ამოქმედდა.
აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


