პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრ ბესიკ ლაზარიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სიღნაღის პოლიციაში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესიკ ლაზარიაშვილი გამოკითხვა მიმდინარეობს. ლაზარიაშვილს წუხელ გვიან ღამით სოფელ ქვემო ბოდბეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელების მოთხოვნა პოლიტიკისგან ჩამოშორება იყო.
მომხდარს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ფეიქრიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
„ „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ ლაზარიაშვილი ბრუნდებოდა მეგობრისგან სახლში გვიან საღამოს და თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძახდნენ, რომ როდის უნდა გაჩერდე და მორჩე აქტიურობასო. ფიზიკურად გასწორების შემდეგ შეიყვანეს „ტუპიკში“, იქაც საკმაოდ ძლიერად სცემეს, რის შემდეგაც ბესიკმა შეძლო თავის დაღწევა და გამოექცა, თორემ ისეთი განწყობა ჰქონდათ, აუცილებლად სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ ამ პიროვნებას.
ჩვენ მივმართეთ პოლიციას, აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და აუცილებლად უნდა დაისაჯონ სათანადოდ დამნაშავეები“,- თქვა ფეიქრიშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


