პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი 27 მაისს გახდება ცნობილი
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, მათი თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა 27 მაისს გახდება ცნობილი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ჩვენი ქალაქების წინაშე დგას ძალიან დიდი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც სერიოზული ადამიანები სჭირდება. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელიც აუცილებლად გვეყოლება. ეს საკითხი გადაწყდება შიდა დემოკრატიული წესით, რაც განუყოფელი ნაწილია ევროპული საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების.
„ევროპულ საქართველოს“ ბევრი ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელიც შეძლებს, რომ იყოს თბილისის ღირსეული მერი. სხვა ქალაქისა და, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატს ჩვენ დავასახელებთ 27 მაისს, თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე“,- განაცხადა კიკნაველიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


