პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატს თავს დაესხნენ
ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ.
„ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. „ევროპული საქართველო“ მიმართავს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეაგირებისთვის. ამ ტიპის დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანის წარმართვას სწორედი ასეთი გზით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა წინასაარჩევნოდ ძალადობის აღსაკვეთად“,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მომხდარის შესახებ ნინო ჭანტურია პოლიციის განყოფილებაში უკვე დაკითხეს.
შსს ინფორმაციით, უწყებამ რეაგირება საარჩევნო კოდექსის 93 მუხლით მოახდინა, შესაბამისი მასალები კი შემდგომი რეგირებისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიას გადაეცემა.
„ჩემს წინ გადმოდგა ადამიანები, რომლებმაც მოღალატე მიძახეს, შენ ნაციონალოოო, რას არის აქ რომ გვიკიდებო და მთლიანად, რაც კი ბანერები მქონდა გაკრული ყველა არის მიწაზე დაყრილი. მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურ შეუარცხყოფაზე არ გადმოსულან. ჩემს მანქანაში მინაა ჩამსხრეული. ქალი რომ არ ვყოფილიყავი, ისინი საცემად იყვნენ მზად“,-აღნიშნა ჭანტურიამ.
„ევროპული საქართველოს“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის თქმით, საქმეზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
„დაველოდთ შედეგებს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ფაქტი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა“,-აღნიშნა ჭოხონელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


