პოლიტიკა
ევროპული საქართველოს ინფორმაციით, მარნეულში ე.წ. კარუსელის მცდელობა დაფიქსირდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მარნეულის 29-ე უბანზე ამომრჩეველი ორი ბიულეტენის ჩაგდებას აპირებდა.
„მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანათ და ესე დაეტრიალებინათ, მაგრამ როგორც ჩანს აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა. შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ეს ბიულეტენი დახია. ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძველი, შევარდნაძის ეპოქის „კარუსელის“ გამეორება სურს და ამის მაგალითები უკვე არის“-განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, დარღვევები დაფიქსირდა საბერძნეთში, სალონიკში გახსნილ უბნებზეც.
"მეორე, ასევე სრულიად აღმაშფოთებელი ამბავია საბერძნეთის 37-ე უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან გონგაძემ ჯეკპოტი მოხსა, ადგა და სადემონტრაციო ოქმში დავით ბაქრაძე გადახაზა, ეს რომ ჩვენმა წარმომადგენელმა დაინახა, მან ეს ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისულებისგან იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ასეთ ტყუილზე და სიბინძურეზე მიდიან, რომ თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ. ბოლოს, მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. აქტივობა უნდა გაიზარდოს",- განაცხადა უგულავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


