საზოგადოება
`ევროპული საქართველოს` დაგროვებითი პენსიის ახალ სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ინიციატივით მიმართავს
დაგროვებითი პენსიის ახალი სისტემა და ბინის გამქირავებლების დაბეგვრისგან გათავისუფლება - ამ ინიციატივებს „ევროპული საქართველო“ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობაში განმარტავენ, პენსიის დაგროვება, საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს და ის ნებაყოფლობით უნდა იყოს.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ოპოზიციური პარტია თვლის, რომ პირი, რომელიც ბინის გაქირავების შედეგად წელიწადში 30 ათასზე ნაკლებ შემოსავალს იღებს, არსებული 5 პროცენტიანი გადასახადიდან უნდა გათავისუფლდეს.
„თუ ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არ არის უზარმაზარი თანხა და ეს 30 ათას ლარს არ აჭარბებს, მაშინ სასურველია, რომ ბინის გამქირავებლები საერთოდ არ დაიბეგრონ იმ 5%-იანი გადასახადით. მეორე - ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ ისეთი ტიპის საპენსიო სქემას, სადაც ყველა ადამიანს ნებაყოფლობით შეუძლია დააგროვოს და დააგროვოს უფრო მეტი იმის ხარჯზე, რომ საშემოსავლო გადასახადი, რასაც ვიხდით რეალურად წავიდეს საპენსიო დანაზოგში,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


