პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგზე ინფორმაციას მიაწვდის
„ევროპული საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიამ, ახალი კონსტიტუციის პროექტი ერთპარტიულ რეჟიმში მიიღო.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, მედიას ბრიუსელში განუცხადა, სადაც დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართება.
„ნებისმიერი კონსტიტუცია უნდა იყოს პოლიტუკური კონსენსუსის პროდუქტი. მას უნდა ეთანხმებოდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმრავლესობა და სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება კონსტიტუცია სტაბილური პოლიტიკური სისტემის საფუძველი. ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ გაიაზრა და მათ, პრაქტიკულად, ერთპარტიული კომისია წარმოადგინეს და მიიღეს კონსტიტუციის ის ვარიანტი, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უცხოელი პარტნიორების პოზიციას, მათ შორის ვენეციის კომისიის პოზიციას“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც შეხვდებიან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


