პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ვახტანგ გომელაურსა და გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, უმცირესობის ფორმატში ის კითხვები დაისმება, რომელიც მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტთა კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.
„აფგან მუხტარლის განცხადებით, ის საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა, ქართულად მოსაუბრე სამართალდამცველებმა დააკავეს და შემდეგ, მოულოდნელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გვაინტერესებს, ეს როგორ მოხდა? - ეს მიუღებელი ფაქტია, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ის კომენტარები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, კიდევ უფრო კატასტროფულია. ფაქტობრივად, ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის წინაშე ვდგავართ და თუ ამ ფაქტს ეფექტური რეაგირება არ მოჰყვა, ეს გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება, რადგან ამით ზიანი საქართველოს რეპუტაციას ადგება და საქართველო ქვეყანა აღარ იქნება, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, გარანტირებულია ადამიანის უსაფრთხოება და მიმზიდველია ტურისტისთვის, ინვესტორისთვის. ეს ქვეყნის ინტერესებზე დარტყმაა“, - განაცხადა კახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


