უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 თებერვალი, 2018 14:15
font-size

`ევროპული საქართველო` თავდაცვის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო” თავდაცვის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ოპოზიციური პარტიის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროში მდგომარეობა მძიმეა.

,,მიმდინარე კვირაში გაიმართება ნდობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანგარიში აუდიტის სამსახურის მხრიდან თავდაცვის სამინისტროში 2015-2016 წლებში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე.

წლების განმავლობაში, “ევროპული საქართველოს” წევრები ბიუჯეტის ღია ნაწილის შესწავლის და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნაბიჯების გაანალიზების შედეგად ვსაუბრობდით, რომ “ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდის დამოკიდებულება ამ სფეროსადმი არ შეესაბამება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზანს და სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება. მაგალითად, სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი გასული წლების განმავლობაში შეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად გაიბერა და როგორც ჩანს, აქაც კი ნეპოტისტური ნიშნით საქმდებოდნენ ადამიანები, რომელთა შენახვაზეც იფლანგებოდა სამინისტროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი”,- აცხადებს აბესაძე.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა აღწერილ პრობლემებზე ეკისრება “ქართული ოცნების” მთლიან სამთავრობო გუნდს და არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრს.

,,შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტში გაიმართოს შეხვედრა შესაბამის მინისტრებთან უფრო გაფართოებულ ფორმატში ვიდრე ნდობის ჯგუფია, თუნდაც დახურულ რეჟიმში, ოპოზიციის მონაწილეობით, სადაც მოვისმენთ პასუხებს აღწერილ პრობლემებზე და რაც მთავარია, დავსახავთ შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ რეალურად თავდაცვის მიმართულებით გამოყოფილი ფინანსები ხმარდებოდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და არ იფლანგებოდეს უმიზნოდ”,- აღნიშნა აბესაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი