კომენტარი
„ევროპული საქართველო“ სახალხო განხილვების კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო განხილვების კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
პოლიტიკოსმა მიღებული გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
„პირველი მიზეზი არის ის, რომ გუშინვე უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ამ კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანი, გახლავთ, წინასწარ დაანონსებული ოთხი ცვლილების მიღება. ფაქტიურად, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგის პროცესი დაიწყებოდა.
მიზეზი მეორე, წარმორდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი გახლავთ ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. საიდან გაჩნდა ბონუსი კონსტიტუციაში, საიდან გაჩნდა ბლოკების აკრძალვა, საიდან გაჩნდა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა - ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ამიტომ ის ფაქტი, რომ დღეს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ზეწოლით, ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად ვერ გამოდგება კონსენსუსის და პოლიტკური შეთანხმების საფუძვლად.
მესამე მიზეზი არის თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. ჩვენ გვახსოვს, წინა საკონსტიტუციო ცვლილებები და სახალხო განხილვის პროცესი, როდესაც ყველა შეხვედრაზე უმრავლესობა განიხილავდა პროექტს, სადაც საპარლამენტო სისტემა იცვლებოდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხდებოდა 2020 წელს. შემდეგ კი, მოულოდნელად შეცვალეს საზოგადოებასთან შეთანხმებული პროექტი ისე, რომ არც კი უფიქრიათ ხალხთან ერთი შეხვედრა მაინც გაემართათ.
„ევროპული საქართველო“ ვადასტურებთ მზადყოფნას ვიმუშავოთ კონსენსუსისთვის, ვიმუშავოთ შეთანხმებისთვის, ოღონდ ამის საშუალება, პირველ რიგში, უნდა მოგვცეს უმრავლესობამ“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


